ხორცის პელმენი კარბონარას სოუსით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
მომზადება:
პელმენი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, დაამატეთ მარილი, ცოტა ზეთი და ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში.
გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფას მოაფრქვიეთ მარილი, დააყარეთ კუბებად დაჭრილი ბეკონი, დაამატეთ თხლად დაჭრილი ქამა სოკო. შემდეგ ამ მასაში მოათავსეთ პელმენი და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ არ მოიბრაწება. ბოლოს მოაყარეთ შავი პილპილი.
სოუსისთვის ერთმანეთში გადაურიეთ სამი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი რძე და გახეხილი პარმეზანი.
სოუსი დაასხით ტაფაში მომზადებულ მასას და კარგად ამოურიეთ.
სერვირება:
მზა კერძი გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და, სურვილისამებრ, მწვანილი.
მიირთვით და ისიამოვნეთ!
სხვა რეცეპტები