აფხაზურა ბადრიჯნის ხვეულაში
მომზადება:
ბადრიჯანი დაჭერით თხელ ნაჭრებად. აფხაზურა დაშალეთ, მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და აურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი, კარგად გადარეული მასა. ბადრიჯნის ნაჭრებს ფუნჯით თანაბრად გადაუსვით ზეთი, მთელ სიგრძეზე წაუსვით მომზადებული ფარშირებული მასა და გადაახვიეთ. რამდენიმე ხვეულა შეიძლიათ გადაახვიოთ აფხაზურას ბადეში. გრილზე ან ტაფაზე მოასხით ზეთი და მოათავსეთ ხვეულები. ზემოდან ისევ გადაუსვით ზეთი, მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და სეზამის მარცვლები. ტაფაზე დაასხით ზეთი, დაამატეთ კარაქი, ჩააწყვეთ კანგაცლილი პომიდორი, მოაყარეთ შაქარი, მოაწურეთ ლიმონი და ადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე 7–8 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მარილი გემოვნებით.
სერვირება:
შემწვარი ხვეულები ჩააწყვეთ პომიდვრის სოუსში. მოაყარეთ რეჰანი, ოხრახუში, მსხვილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები