ვრაპი მონადირული სოსისით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “მონადირული” – 4 ცალი
“ბებოს ლავაში” – 2 დიდი ფირფიტა
წითელი კომბოსტო – 200 გ
თეთრი კომბოსტო - 200 გ
სალათი “აისბერგი” – 1 პატარა თავი
მჟავე კიტრი – 2 ცალი
წითელი ხახვი – ნახევარი თავი
პომიდორი – 2 ცალი
ჰალაპენიო – გემოვნებით
კვერცხი – 4 ცალი
ზეითუნის ზეთი – 200 მლ
დიჟონის მდოგვი – 2 ს.კ.
მარცვლოვანი მდოგვი – 2 ს.კ.
კეტჩუპი – 120 გ
პილპილი
მარილი
მომზადება:
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, ასევე დაჭერით ნახევარი პომიდორი, წითელი და თეთრი კომბოსტო, 2 ცალი მჟავე კიტრი.
შეწვით სოსისი.
პარალელურად მოამზადეთ სოუსი: კარგად ათქვიფეთ 3 კვერცხის გული ზეითუნის ზეთთან, მარილთან და შაქართან ერთად. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი, 2 სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი და შავი პილპილი გემოვნებით.
აწყობა:
ბებოს ლავაშს გადაუსვით მომზადებული სოუსი და კეტჩუპი, ზემოდან დაალაგეთ ორივე სახის დაჭრილი კომბოსტო, წითელი ხახვი, სალათი “აისბერგი”, ჰალაპენიო, მჟავე კიტრი, პომიდორი, შემწვარი სოსისი და დაადეთ ერთი ცალი შემწვარი კვერცხი, ბოლოს კვლავ გადაატარეთ თავზე კეტჩუპი, გადაახვიეთ და მოათავსეთ ტოსტერში.
სერვირება:
მობრაწული ვრაპი გადაიტანეთ თეფშზე, სურვილისამებრ მორთეთ რუკოლათი, ბაზილიკით, ჯინჯერის მარინადით და თეთრი სეზამის მარცვლებით.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები