ძიება

ტონი სოსისით

ტონი სოსისით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი „ივერია“ – 8 ცალი

თონის პური – 1 ცალი

კრემყველი – 200 გ

მწვანე წიწაკა – 4 ცალი

ქონდარი – 1 ჩ.კ.

სატაცური – 4 ღერი

ბოლოკი – 1 ცალი

ნიორი – 2 კბილი

ბაზილიკი – 20 გ

ქინძი – 20 გ

ორეგანო - 5 გ

თეთრი და შავი სეზამის მარცვლები - 1 ჩ.კ.

დაღერღილი წიწაკა - 5 გ

ლიმონის წვენი – 1 ცალი ლიმონისგან

მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

სოსისი დაჭერით და შეწვით ტაფაზე. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქონდარი, მწვანე წიწაკა, ნიორი და ცოტა მარილი.

სატაცური დაჭერით და გადაიტანეთ ტაფაზე. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ თეთრი სეზამის მარცვლები.

თონის პური დაჭერით სასურველ ნაჭრებად და თითო ნაჭერი გაჭერით შუაზე. მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, სეზამის მარცვლები, მოაწურეთ ლიმონი და მოასხით ზეითუნის ზეთი.

ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი, დაამატეთ დაღერღილი წიწაკა და სეზამის მარცვლები. შებრაწეთ პურის ნაჭრები ორივე მხრიდან.

კრემყველში აურიეთ გახეხილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა, ორეგანო,  სეზამის თეთრი და შავი მარცვლები.

აწყობა:

გახუხულ პურს წაუსვით კრემყველი, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი სოსისი, სატაცური, მწვანე წიწაკა, ბოლოს დაამატეთ თხლად დაჭრილი ბოლოკი, ბაზილიკი და ქინძი.


ისიამოვნეთ გემოთა თამაშით!  


გაამოთ!