ტონი შაშხით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
შაშხი “შეიკა” – 24 ნაჭერი
თონის პური – 1 ცალი
ქათმის კვერცხი – 8 ცალი
მწყრის კვერცხი – 8 ცალი
კრემყველი – 200 გ
ქინძი – 20 გ
კამა - 20 გ
ტარხუნა – 20 გ
ნიორი – 2 კბილი
თეთრი და შავი სეზამის მარცვლები – თითო ჩ.კ.
ორეგანო – 1 ჩ.კ.
დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.
ავოკადო – 2 ცალი
წითელი მოცხარი – 20 გ
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ლიმონის წვენი – 2 ს.კ.
მომზადება:
პური დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და თითო ნაჭერი გაჭერით შუაზე. მოაყარეთ ორეგანო, წიწაკა, სეზამის მარცვლები, მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
გააცხელეთ ტაფა და შებრაწეთ პური ორივე მხრიდან.
ქათმისა და მწყრის კვერცხები მოხარშეთ.
ავოკადო დაჭერით თხელ ნაჭრებად.
კრემყველში აურიეთ გახეხილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა, ორეგანო და სეზამის თეთრი და შავი მარცვლები.
აწყობა:
შებრაწულ პურს წაუსვით შეზავებული კრემყველი, ზემოდან დაწყვეთ ავოკადო, წითელი მოცხარი, დაჭრილი შაშხი და ორივე სახის მოხარშული კვერცხი. მორთეთ ქინძით, ტარხუნით, კამითა და სეზამის მარცვლებით. ბოლოს მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები