ძიება

ტონი ბეკონით

ტონი ბეკონით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

ბეკონი – 24 ნაჭერი

თონის პური – 1 ცალი

კრემყველი – 200 გ

ქინძი – 20 გ

ტარხუნა – 40 გ

ბაზილიკი – 20 გ

ნიორი – 2 კბილი

ორეგანო – 1 ჩ.კ.

დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.

სეზამის თეთრი და შავი მარცვლები – თითო ჩ.კ.

ლიმონი – 1 ცალი

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

ლეღვი – 4 ცალი

წითელი მოცხარი – 50 გ

მარილი 

პილპილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

პური დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და თითოეული გაჭერით შუაზე. მოაყარეთ ორეგანო, წიწაკა,  სეზამი, მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.

ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ წიწაკა და სეზამის მარცვლები. შებრაწეთ პურის ნაჭრები ორივე მხრიდან.

ბეკონი დაჭერით თხლად და შეწვით ტაფაზე ან ღუმელში, სანამ ხრაშუნა არ გახდება.

კრემყველში აურიეთ გახეხილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა, ორეგანო და სეზამის თეთრი და შავი მარცვლები.

ლეღვი დაჭერით, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ გახეხილი ნიორი და წიწაკა (ლეღვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ  ატამი, ბანანი, მანგო, ნესვი).

აწყობა:

პურს გადაუსვით შეზავებული კრემყველი, ზემოდან დაალაგეთ ლეღვი, ბეკონი, ქინძი, ტარხუნა, წითელი მოცხარი და ბაზილიკი.


გემრიელად მიირთვით!