სწრაფი პიცა სოსისით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “ქომაგი“ – 4 ცალი
სოსისი “სპეც ივერია” - 3 ცალი
სულუგუნი – 120 გ
კვერცხი – 4 ცალი
პური „ტორტილა“ – 4 ცალი
რუკოლა – 20 გ
ბაზილიკი – 20 გ
წითელი მოცხარი – 10 გ
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
მომზადება:
სოსისი დაჭერით და შებრაწეთ ტაფაზე. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი სულუგუნი და დაახალეთ კვერცხი ისე, რომ გული არ გადმოვიდეს.
ზემოდან დააფარეთ პური „ტორტილა“ და აცადეთ 3-5 წუთი, სანამ ყველი არ გადნება და კვერცხი არ მომზადდება.
სერვირება:
პიცა გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ რუკოლა, ბაზილიკი და წითელი მოცხარი.
მიირთვით და ისიამოვნეთ!
სხვა რეცეპტები