„სპეც ივერია“ სოსისის ხვეულა პარმეზანით

„სპეც ივერია“ სოსისის ხვეულა პარმეზანით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • სოსისი „სპეც ივერია“ – 4 ცალი

  • პარმეზანი – 100 გ

  • ფენოვანი ცომი – 400 გ

  • კვერცხი – 1 ცალი (გადასასმელად)

  • ორეგანო – ½ ჩ.კ.

  • შავი სეზამის მარცვლები – 1 ს.კ.

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად. თითოეული სოსისი გადაახვიეთ ცომში, ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, ორეგანო და სეზამის მარცვლები.

გამოაცხვეთ 200°C-ზე, დაახლოებით 17- 20 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ გახდება ოქროსფერი.


სერვირება:

მიირთვით ცხლად, პარმეზანის არომატით გაჯერებული ხრაშუნა ცომით.                               

შესანიშნავია როგორც საუზმედ, ისე წვეულების აპეტაიზერად.


გაამოთ!