პიცა შაშხითა და კრემყველით

პიცა შაშხითა და კრემყველით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • შაშხი “შეიკა”– 70 გ

  • ფქვილი – 800 გ ცომისთვის + 200 გ მოსაზელად

  • საფუარი – 3 ჩ.კ.

  • შაქარი – 2 ს.კ.

  • მარილი – 15 გ

  • კრემყველი – 200 გ

  • პომიდვრის ჩირი – 70 გ

  • ჰალაპენიო – 20 გ

  • ნიგოზი – 30 გ

  • რუკოლა – 10 გ

  • დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.

  • თეთრი და შავი სეზამის მარცვლები – თითო ჩ.კ.

  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

საფუარი გახსენით თბილ წყალში შაქართან და ცოტაოდენ მარილთან ერთად. გააჩერეთ 10 წთ.

ფქვილს დაამატეთ შაქარი და ცოტა მარილი, შემდეგ ჩაასხით საფუვრიანი წყალი და მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. დაასვენეთ თბილ ადგილას 40 წთ.

ამოფუებული ცომი დაყავით გუნდებად და გააჩერეთ 15-20 წთ. შემდგომ შეგიძლიათ გააბრტყელოთ სასურველ სისქეზე.

გადაუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ 250-300°C ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ ცომს გადაუსვით კრემყველი. ზედ დაალაგეთ თხლად დაჭრილი შაშხი, რუკოლა, მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა, სეზამის მარცვლები, პომიდვრის ჩირი, ჰალაპენიო და ნიგოზი.


სერვირება:

სურვილისამებრ, მზა პიცას შეგიძლიათ მოასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი ან მოაყაროთ მწვანილი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!