ძიება

პიურე სოკოთი და სოსისით

პიურე სოკოთი და სოსისით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი “ქომაგი”   4 ცალი

ქამა სოკო 100 გ 

კარტოფილი 8 ცალი

წითელი ხახვი 3  თავი  (საშუალო ზომის)

მწვანე ბარდა - 100 გ

ქინძი - 20 გ

თეთრი ღვინო  – 100 მლ

რძე 80 მლ

ნაღები 120 მლ

სოიოს სოუსი - 50 მლ

კარაქი 30 გ

შაქარი 1 ჩ.კ 

დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი - გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა 

პილპილი  

მარილი  

chef hat icon
მომზადების წესი

 მომზადება

პიურეს მოსამზარებლად მოხარშეთ კარტოფილი, დაამატეთ  მარილი და ჩაზილეთ.  ნელ-ნელა შეურიეთ რძე სიფაფუკისთვის. 

ტაფაზე შეწვით 4 ცალი სოსისი “ქომაგი”.

ტაფაზე დაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი,  მოაყარეთ მარილი, შაქარი და  მოშუშეთ.  შემდეგ  დაამატეთ დაჭრილი სოკო, 20 გრამი კარაქი, 100 მლ ღვინო, სოიოს სოუსი, 60 გრამი ნაღები და პილპილი გემოვნებით.


სერვირება

კარტოფილის ფაფუკი პიურე, სოკოსა და ხახვის მასა გადაიტანეთ თეფშზე,  გვერდით მიუწყვეთ შემწვარი სოსისი. სერვირებისთვის გამოიყენეთ დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი, ბარდა და მწვანილი.


გემრიელად მიირთვით!