"სპეც ივერია“ სოსისის ხვეულა პარმეზანისა და პიურეს გარსით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი „სპეც ივერია“ – 1 შეფუთვა (დაახ. 400 გ)
კარტოფილი – 4 ცალი
პარმეზანი – 100 გ
კარაქი – 40 გ
რძე ან კარტოფილის ნახარში – საჭიროებისამებრ
ტკბილ-ცხარე სოუსი – 50 გ
ყველის სოუსი – 50 გ
მარილი
რუკოლასა და ბაზილიკის ფოთლები – მოსართავად
მომზადება:
კარტოფილი მოხარშეთ, გააცივეთ, გაფრცქვენით და დაჭყლიტეთ. დაამატეთ კარაქი და ცოტა რძე ან კარტოფილის ნახარში – ისე, რომ მიიღოთ რბილი და ნაზი პიურე. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
შემდეგ გააცხელეთ ტაფა ან გრილი დაახლოებით 180 გრადუსზე. გახეხილი პარმეზანი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე. როდესაც ყველი დნობას დაიწყებს და ერთიან ფენად იქცევა, ზემოდან მოათავსეთ კარტოფილის პიურე და დაჭრილი სოსისი.
როგორც კი ყველი დაიბრაწება, ფრთხილად გადაახვიეთ, მიეცით ხვეულას ფორმა და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
სერვირება:
მზა ხვეულები დაალაგეთ თეფშზე, მიაყოლეთ ტკბილ-ცხარე და ყველის სუსები, ზემოდან მოაყარეთ პარმეზანის ფანტელები, ცოტადენი მოცხარი და გააფორმეთ რუკოლასა და ბაზილიკის ფოთლებით.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები