სოსისი სალათთან ერთად
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “ივერია” – 8 ცალი
კარტოფილი – 600 გ
კომბოსტო – 500 გ
ხახვი – 1 თავი
ქინძი – 150 გ
კამა - 70 გ
ოხრახუში – 70 გ
ნიორი – 2 კბილი
ორეგანო – გემოვნებით
ბროწეული – ნახევარი
ზეითუნის ზეთი – 150 მლ
ლიმონის წვენი – 2 ლიმონისგან
გაწურული მაწონი – 200 გ
დაღერღილი წიწაკა
მომზადება:
კანიანად მოხარშული კარტოფილი გაფრცქვენით, დაჭყლიტეთ, დაამატეთ ზეთი, გახეხილი ნიორი, ორეგანო და შეწვით გრილზე.
ასევე შეწვით რგოლებად დაჭრილი სოსისი “ივერია”.
სალათისთვის აურიეთ ერთმანეთში დაჭრილი კომბოსტო, ნიორი, ხახვი, ბროწეულის მარცვლები, ქინძი, ოხრახუში, კამა, ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა.
სერვირება:
კარტოფილი მოათავსეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ გაწურული მაწვნის ფენა, დაამატეთ სალათი და მოაწყვეთ შემწვარი სოსისი. მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბროწეულის მარცვლები.
მიირთვით და ისიამოვნეთ!
სხვა რეცეპტები