ძიება

სოსისი „ქომაგი“ ბოსტნეულით

სოსისი „ქომაგი“ ბოსტნეულით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი „ქომაგი“ – 400 გ

ყვითელი ბულგარული წიწაკა – 2 ცალი

სატაცური – 200

პომიდვრის ჩირი – 100 გ

ჰალაპენიო – 2 ცალი

ოხრახუში – 1 კონა

კამა – 1 კონა

ნიორი - 2 კბილი

მუსკატის კაკალი (დაფქული) - 1 მწიკვი

თეთრი სეზამის მარცვლები – 2 ს.კ.
ორეგანო –  გემოვნებით

კვერცხი – 4 ცალი

პარმეზანი – 100 გ

არაჟანი – 100 გ

მარცვლოვანი მდოგვი – 2 ს.კ.

ზეთი – 2 ს.კ.

ზეთისხილი – 50 გ

მარილი

პილპილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ბულგარული წიწაკა დაჭერით რგოლებად, სოსისი – კუბებად. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი, დაყარეთ სოსისი, დაამატეთ ორეგანო, მოახეხეთ ცოტაოდენი მუსკატის კაკალი და შუშეთ, სანამ არ შეიფერება.

ბულგარული წიწაკის თითოეულ რგოლში მოათავსეთ სოსისის ნაჭრები, სატაცური და პომიდვრის ჩირი – ისე, თითქოს პატარა კალათებია. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი და მოასხით თითოეულ რგოლს, ზემოდან მოაყარეთ  ცოტ-ცოტა  გახეხილი ნიორი და თეთრი სეზამის მარცვლები. ტაფას დაახურეთ თავსახური და წვით, სანამ კვერცხი თავს არ მოიკრავს.

სერვირება:

მზა ბოსტნეულის რგოლები გადაიტანეთ თეფშზე,  მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, გახეხილი პარმეზანი, ზეთისხილი, ჰალაპენიო, გადაუსვით მარცვლოვანი მდოგვი. ზემოდან მოასხით არაჟანი გემოვნებით.



გემრიელად მიირთვით!