ძიება

სოსისი პომიდვრის სოუსში პიურეს გარნირით

სოსისი პომიდვრის სოუსში პიურეს გარნირით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი “ქომაგი”

პომიდორი (დაკონსერვებული ან კანგაცლილი) – 400 გ

თეთრი ხახვი – 1 თავი

წითელი ხახვი - 1 თავი

სტაფილო - 1 ცალი

ნიახურის ბოლქვი - 1 ღერი

ოხრახუში – 20 გ 

მწვანე წიწაკა - 1 ცალი

ნიორი – 2 კბილი

მჟავე კიტრი - 3 ცალი

ტომატის პასტა – 1 ს.კ.

შაქარი – 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

ლიმონის წვენი - 1 ლიმონისგან

შავი სეზამის მარცვლები - გემოვნებით

მარილი 

პილპილი 

პიურესთვის:

კარტოფილი – 1 კგ

კარაქი – 50 გ

რძე – 100 მლ

მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

სოსისი ოდნავ შებრაწეთ ტაფაზე. ცალკე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი თავის წვენთან ერთად, შაქარი, მარილი და პილპილი. შუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ სტაფილო, დაჭრილი ნიახურის ბოლქვი, მწვანე წიწაკა, მჟავე კიტრი.

პიურესთვის  კარტოფილი კარგად მოხარშეთ მარილიან წყალში, დაჭყლიტეთ კარაქთან და რძესთან ერთად ისე, რომ  მიიღოთ ფაფუკი,  კრემისებრი პიურე.

სერვირება:

პიურე გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან მოათავსეთ სოსისი პომიდვრის სოუსში, მორთეთ დაჭრილი მწვანე წიწაკით, ოხრახუშითა და შავი სეზამის მარცვლებით.

გაამოთ!