ძიება

სოსისი „ცეროდენა“ პომიდვრის სოუსით

სოსისი „ცეროდენა“ პომიდვრის სოუსით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი „ცეროდენა“ – 1 შეფუთვა

კანგაცლილი პომიდორი (დაკონსერვებული) – 1 ქილა

ლობიოს კონსერვი – 200 გ

წითელი ხახვი – 1 თავი

ყვითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

ქინძი – ნახევარი კონა

ოხრახუში – ნახევარი კონა

კამა – ნახევარი კონა

ნიორი – 2 კბილი

ზეთი – 2 ს.კ.

მარილი 

პილპილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე მოათავსეთ სოსისი “ცეროდენა”,  დააყარეთ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, შემდეგ – ბულგარული წიწაკა და ნიორი. ყველაფერი მსუბუქად მოშუშეთ.

დაამატეთ პომიდვრის კონსერვი, ნიორი, მარილი გემოვნებით და განაგრძეთ შუშვა საშუალო ცეცხლზე. როცა ბოსტნეული დარბილდება, დააყარეთ ლობიო. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კამა.

მოურიეთ და კიდევ რამდენიმე წუთით გააჩერეთ ცეცხლზე, რათა კერძს ყველა არომატი კარგად გაუჯდეს.

სერვირება:

მზა კერძი გადაიტანეთ თეფშზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოაყაროთ კიდევ ცოტაოდენი მწვანილი.

გაამოთ!