ძიება

შემწვარი ბეკონი ბრინჯით, აზიურად

შემწვარი ბეკონი ბრინჯით, აზიურად
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

ბეკონი – 200 გ

სტაფილო – 1 ცალი

ნიახურის ბოლქვი   - 1 ცალი

მწვანე ბულგარული წიწაკა  - 1 ცალი

მწვანე წიწაკა - 1 ცალი

მწვანე ხახვი – 2 ღერი

ნიორი – 2 კბილი

კონსერვირებული მუხუდო - 100 გ

ბრინჯი (მოხარშული) – 300 გ

კვერცხი - 2 ცალი

ტომატის პასტა - 4 ს.კ.

ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ.

კარაქი - 30 გ

თაფლი - 1 ჩ.კ.

სოიოს სოუსი – 2 ს.კ.

ბალზამიკო - 4 ს.კ. 

ლიმონის წვენი - 1 ლიმონისგან

შავი და თეთრი სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.

დაღერღილი წითელი წიწაკა 

მარილი 

პილპილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

დაჭერით ბეკონი საშუალო ზომის კუბებად და შეწვით ტაფაზე ან გრილზე.
გათქვიფეთ 2 კვერცხი მარილთან ერთად და შეწვით ცოტაოდენ ზეითუნის ზეთსა და კარაქში.

გარნირის მოსამზადებლად გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ნიახურის ბოლქვი და ერთად მოშუშეთ ზეთში. ცოტა ხანში დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მწვანე ბულგარული წიწაკა,  მუხუდო, მწვანე წიწაკა, დაღერღილი წითელი წიწაკა, შავი და თეთრი სეზამის მარცვლები.

შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. შემდეგ დააამატეთ მოხარშული ბრინჯი და შემწვარი კვერცხი. კარგად გადაურიეთ და მოაყარეთ მწვანე ხახვი.

ცალკე ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დააამატეთ ტომატის პასტა, ბალზამიკო, ნიორი, დაღერღილი წიწაკა, სოიოს სოუსი, ცოტაოდენი თაფლი და მოაწურეთ ლიმონი. სოუსში ჩააწყვეთ შემწვარი ბეკონი და დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, რომ  არომატები კარგად შეიწოვოს.


სერვირება:

შემწვარი ბეკონი გადაიტანეთ თეფშზე და მორთეთ სეზამის მარცვლებით.  

ბრინჯის შესანიშნავი კომფორტფუდი.

მიირთვით და ისიამოვნეთ!