შაშხის როლები სალსასთან ერთად
შაშხი “შეიკა” – 200 გ
მრგვალი “ბებოს ლავაში” – 2 ფირფიტა
ისპანახი – 150 გ
პომიდორი – 1 ცალი, დიდი
წითელი ხახვი – 1 ცალი
მწვანე წიწაკა – 2 ცალი
ქინძი – 50 გ
ბაზილიკი – რამდენიმე ფოთოლი
ყველი გაუდა – 200 გ
კვერცხი – 3 ცალი
ზეითუნის ზეთი – 50 მლ
შაქარი – 1 ს.კ.
დიჟონის მდოგვი – 2 ს.კ.
მარცვლოვანი მდოგვი – 2 ს.კ.
ლიმონის წვენი – 1 ლიმონისგან
თეთრი სეზამის მარცვლები - 1 ჩ.კ.
პილპილი
მარილი
მომზადება:
სოუსისთვის კარგად გათქვიფეთ 3 კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი, მარილი და შაქარი. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი, 2 სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი და შავი პილპილი.
ლავაშს გადაუსვით სოუსი, ზემოდან დაალაგეთ შაშხი, ისპანახის ფოთლები, გაუდა. გადაახვიეთ, დაჭერით პატარა როლებად და შეწვით.
პომიდვრის სალსა: ერთმანეთში აურიეთ მცირე კუბებად დაჭრილი პომიდორი, დაჭრილი ხახვი, მწვანე წიწაკა, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, ქინძი, ბაზილიკი და თეთრი სეზამის მარცვლები.
სერვირება:
შემწვარი როლები მოათავსეთ თეფშზე და გამოიტანეთ პომიდვრის სალსასთან ერთად. შეგიძლიათ მორთოთ ბაზილიკის ფოთლებით.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები