სენდვიჩი მოხარშული ძეხვითა და ავოკადოთი
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
მოხარშული ძეხვი “სასენდვიჩე” – 12 ნაჭერი
პური – 8 ნაჭერი
სალათი „აისბერგი“ – 50 გ
კიტრი – 1 ცალი
ავოკადო – ნახევარი
კრემყველი – 50 გ
პარმეზანი – 30 გ
ორეგანო – ½ ჩ.კ.
რეჰანი – 1 ს.კ.
დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.
ბაზილიკი – 20 გ
არაჟანი – 50 გ
ზეითუნის ზეთი – 3 ს.კ.
ლიმონის წვენი – 1 ს.კ.
მარილი
პილპილი
მომზადება:
შუაზე გაჭრილ პურს მოაყარეთ ორეგანო და დაღერღილი წიწაკა, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი. ოდნავ შებრაწეთ ტაფაზე ან გრილზე.
კრემყველი შეაზავეთ დაღერღილი წიწაკითა და ბაზილიკით.
აწყობა:
პურზე წაუსვით კრემყველი, დაადეთ სალათი “აისბერგი”, მოაყარეთ ორეგანო და გადაუსვით ცოტა არაჟანი. შემდეგ დააწყვეთ ძეხვი, თხლად დაჭრილი კიტრი, ავოკადო, არომატისთვის - რეჰანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი, ფრაგმენტებად დაადეთ არაჟანი, მოაყარეთ პარმეზანი, დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი და ფრთხილად გაჭერით.
მიირთვით გემრიელად!
სხვა რეცეპტები