სარდელი მწვანე ლობიოსთან ერთად
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სარდელი “ტრადიციული” – 400 გ
მწვანე ლობიო – 400 გ
ბროკოლი – 200 გ
თეთრი ხახვი – 1 თავი
ქინძი – 1 კონა
კამა – 1 კონა
მუშმალა ან ატამი – 200 გ
ნიორი – 3 კბილი
გოჯიბერი – 50 გ
ქონდარი – 1 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი – 50 მლ
მარილი
პილპილი
მომზადება:
სარდელი მსუბუქად დასერეთ და შებრაწეთ ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. ნიორი გახეხეთ. ქინძი, კამა და ქონდარი წვრილად დაკეპეთ. ბროკოლი დაჭერით მცირე ზომის ღეროებად.
ტაფაზე დაასხით ზეთი, დააყარეთ მწვანე ლობიო, დაახურეთ თავსახური და ოდნავ ჩაშუშეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ შუშვა.
მუშმალა ან ატამი დაჭერით, შეურიეთ გახეხილი ნიორი და ცოტა ზეითუნის ზეთი. ეს ნარევი გადაიტანეთ მწვანე ლობიოს ტაფაში. ბოლოს დაამატეთ გოჯიბერი, ბროკოლი, დაჭრილი მწვანილი და ქონდარი. ყველაფერი კარგად აურიეთ და შუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი.
სერვირება:
მწვანე ლობიოს გარნირი მოათავსეთ თეფშზე, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი შემწვარი სარდელი და გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები