საოჯახო საუზმე
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სარდელი “ბავარიული” – 100 გ
სოსისი „ქომაგი“ – 100 გ
ნახევრად შებოლილი სოსისი „ექსტრა“– 100 გ
ქამა სოკო – 200 გ
ხის სოკო – 100 გ
მწყრის კვერცხი – 8 ცალი
ქათმის კვერცხი - 4 ცალი
ბროკოლი – 200 გ
წითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
სატაცური – 100 გ
ყაბაყი – 1 ცალი
ჰალაპენიო – 2 ცალი
მჟავე კიტრი – 2 ცალი
კამა – 1 კონა
ნიორი – 3 კბილი
მარცვლოვანი მდოგვი – 2 ს.კ.
ორეგანო – 1 ჩ.კ.
როზმარინის ფოთლები – 1 ს.კ.
დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი – 50 მლ
ლიმონის წვენი - 1 ლიმონისგან
ზეთისხილი - გემოვნებით
მარილი
მომზადება:
სარდელი, ორივე სახეობის სოსისი, სოკო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, სატაცური და ყაბაყი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. მოათავსეთ საცხობ ფორმაში ან გრილზე. დაამატეთ ნიორი, მარილი, დაღერღილი წიწაკა, როზმარინი, ორეგანო და ზეითუნის ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გამოაცხვეთ ღუმელში ან მოამზადეთ გრილზე, სანამ ბოსტნეული მკვეთრ ფერს არ მიიღებს.
პარალელურად შეწვით მწყრისა და ქათმის კვერცხი.
სერვირება:
გამომცხვარი ბოსტნეული და სოსისი გადაიტანეთ თეფშზე, დაამატეთ ჰალაპენიო, ზეთისხილი, მჟავე კიტრი, მარცვლოვანი მდოგვი და წვრილად დაჭრილი კამა. გვერდით მოუწყვეთ შეწვარი მწყრისა და ქათმის კვერცხი.
მიირთვით გემრიელად!
სხვა რეცეპტები