სალათი სოსისებით “ქომაგი” და “ივერია სპეცი”
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “ქომაგი” – 2 ცალი
სოსისი “ივერია სპეცი” – 2 ცალი
ხახვი – 1 თავი
პარმეზანი – 120 გ
მწვანე ხახვი – 2 ღერი
ქინძი – 20 გ
კამა – 10 გ
ლიმონის წვენი – 1 ლიმონისგან
ლაიმის წვენი –1 ლაიმისგან
წიწაკა – 2 გ
ნიორი – 2 კბილი
თაფლი – 1 ს.კ
შაქარი – 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი – 50-60 გ
კარაქი – 10 გ
ორეგანო – გემოვნებით
სალათის ფოთლები – 150 გ
ოხრახუში – 30 გ
რუკოლა – 1 კონა
მოცვი – 40 გ
დაღერღილი წითელი წიწაკა – გემოვნებით
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
დაჭერით ორივე სახეობის სოსისი სასურველ ნაჭრებად, მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და შეწვით ზეთში.
სოუსისთვის დაჭერით ნახევარი თავი თეთრი ხახვი, მწვანე ხახვი, ქინძი, კამა, მოასხით ლიმონისა და ლაიმის წვენი, დააამატეთ წიწაკა, ნახევარი კბილი გახეხილი ნიორი და თაფლი. შემდეგ შეურიეთ ზეთი, მოაყარეთ მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა, ორეგანო და კარგად აურიეთ.
შემწვარი სოსისი გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ სალათის ფოთლები, ოხრახუში, მოცვი, რუკოლა და მოასხით სოუსი.
სერვირება:
მზა კერძი გადაიტანეთ თეფშზე და ზემოდან დაალაგეთ რამდენიმე ნაჭერი პარმეზანი.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები