ძიება

ქორნდოგი რძიანი სოსისით

ქორნდოგი რძიანი სოსისით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები ( 4  ულუფისთვის): 

რძიანი სოსისი “მინი”ან “მიუნხენური” – 4 ცალი

პოლენტა 300 გ

ფქვილი 500 გ 

კვერცხი 1ც
ზეთი  – 300 მლ

კეტჩუპი - 100 გ

საფუარი 2 ს. კ.

შაქარი  2.5 ს.კ.


მარილი 1 ს. კ.

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება: 

300 გ. პოლენტას დაამატეთ 500გ  ფქვილი, 1 ს.კ.  შაქარი, მარილი  და აურიეთ.

საფუარი ჩაყარეთ 200 მლ თბილ წყალში, დაამატეთ  1 ჩ.კ. შაქარი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.


საფუვრიანი მასა   შეურიეთ  პოლენტასა და ფქვილის ნაზავს, დაასხით 800 მლ-მდე თბილი წყალი, დაამატეთ კვერცხის გული და მოზილეთ თხელი ცომი. გადაიტანეთ კონტეინერში და დააყოვნეთ დაახ. 1 საათი.


სოსისი წამოაცვით ჯოხებზე, ამოავლეთ  ცომში,  შემდეგ   საფანელში.

 

ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ  ქორნდოგები და შეწვით.


სერვირება:


ქორნდოგები მოათავსეთ  თეფშზე და გამოიტანეთ კეტჩუპთან ერთად.


გემრიელად მიირთვით!