ქორნდოგი ავოკადოსა და ლაიმის პასტით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “ივერია” – 8 ცალი
პოლენტა – 300 გ
ფქვილი – 500 გ
კვერცხი – 1 ცალი
ავოკადო –1 ცალი
ლაიმი – 1 ცალი
ნიორი – 1 კბილი
ორეგანო – 1 მწიკვი
სეზამის მარცვლები – 5 გ
დაღერღილი წითელი წიწაკა - 1 მწიკვი
ზეთი – 300 მლ
არაჟანი – 30 გ
საფუარი –2 ს. კ.
შაქარი – 2.5 ს. კ.
მარილი – 1 ს.კ.
წყალი – 1 ლ.
მომზადება:
300 გრამ პოლენტას დაამატეთ 500 გ ფქვილი, მარილი, შაქარი გემოვნებით და აურიეთ.
საფუარი ჩაყარეთ 100 მლ თბილ წყალში, დაამატეთ 1 ჩ.კ. შაქარი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
საფუვრიანი მასა შეურიეთ პოლენტასა და ფქვილის ნაზავს, დაასხით 1 ლიტრამდე თბილი წყალი, დაამატეთ კვერცხის გული და მოზილეთ თხელი ცომი. გადაიტანეთ ცომი კონტეინერში და დაააყოვნეთ 1 საათი.
სოსისი წამოაცვით ჯოხზე, ამოავლეთ ცომში, შემდეგ – საფანელში.
ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი, ჩააწყვეთ ქორნდოგები და შეწვით.
ავოკადოს პასტა: დაჭყლეტილ ავოკადოს მოასხით ზეითუნის ზეთი და ლაიმის წვენი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, არაჟანი და აურიეთ. ზემოდან მოაყარეთ სეზამის მარცვლები, წითელი დაღერღილი წიწაკა და კიდევ მოასხით ცოტა ზეთი.
სერვირება:
ქორნდოგები მოათავსეთ თეფშზე და მიირთვით ავოკადოს პასტასთან ერთად.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები