ქათმის სოსისის ხვეულა პარმეზანით
სოსისი ქათმის – 4 ცალი
პარმეზანი – 100 გ
ფენოვანი ცომი – 400 გ
ორეგანო – ½ ჩ.კ.
შავი სეზამის მარცვლები – 1 ს.კ.
კვერცხი – 1 ცალი (გადასასმელად)
რძე - საჭიროებისამებრ
მარილი
მომზადება:
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით ზოლებად. თითოეული სოსისი გადაახვიეთ ცომში. ხვეულებს გადაუსვით რძესთან და მარილთან ერთად ათქვვეფილი კვერცხის გული, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, ორეგანო და სეზამის მარცვლები.
გამოაცხვეთ 200°C-ზე, დაახლოებით 17-20 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ გახდება ოქროსფერი.
სერვირება:
მიირთვით ცხლად, პარმეზანის არომატით გაჯერებული ხრაშუნა ცომით. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან, კეტჩუპთან ან თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად. შესანიშნავია როგორც საუზმედ, ისე წვეულების აპეტაიზერად.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები