პიცა ყაბაყითა და ბეკონით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
ბეკონი – 150 გ
ყაბაყი – 100 გ
პომიდორი ჩერი – 5 ცალი
სულუგუნი – 100 გ
დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.
ორეგანო – 1 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ჰალაპენიო – გემოვნებით
ფქვილი – 800 გ ცომისთვის + 200 გ მოსაზელად
საფუარი – 3 ჩ.კ.
შაქარი – 2 ს.კ.
მარილი – 15 გ
რუკოლა - 50 გ
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ წყალში (დაახ. 40°C), დაამატეთ შაქარი და ცოტა მარილი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
სუფთა ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი, შეურიეთ მარილი და შაქარი. დაასხით გამზადებული საფუვრიანი წყალი და მოზილეთ რბილი, ფაფუკი ცომი. დაასვენეთ თბილ ადგილას დაახლოებით 40 წთ, სანამ არ ამოფუვდება.
ამოფუებული ცომი დაყავით გუნდებად და გააჩერეთ 15-20 წთ. შემდგომ შეგიძლიათ გააბრტყელოთ სასურველ სისქეზე.
სულუგუნი გახეხეთ. ბეკონი, ყაბაყი, პომიდორი ჩერი დაჭერით და ეს ყველაფერი მოათავსეთ ცომზე. სურვილისამებრ, დაამატეთ ჰალაპენიო, მოაყარეთ ორეგანო და დაღერღილი წიწაკა.
გამოაცხვეთ 250-300°C-ზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და ცომი არ დაიბრაწება.
სერვირება:
მზა პიცას სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტა რუკოლა ან პარმეზანი.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები