ძიება

პიცა სოსისით

პიცა სოსისით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი „ქომაგი“ – 3 ცალი

სოსისი “სპეც ივერია” – 3 ცალი

ფენოვანი ცომი – დაახ. 300 გ

კეტჩუპი – 70 გ

ნიახური – 1 ღერი

დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.

ორეგანო – 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

პარმეზანი – 40 გ

რუკოლა – 30 გ

მჟავე კიტრი – 1 ცალი

მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ცომი გააბრტყელეთ და დააფინეთ გამოსაცხობ ფორმაზე. გადაუსვით კეტჩუპი.

ორივე სახის სოსისი და ნიახურის ღერი დაჭერით წვრილად და გადაანაწილეთ ცომზე. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, ორეგანო და წიწაკა. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი.

გამოაცხვეთ 200°C-ზე 20 წუთის განმავლობაში, სანამ ძირი კარგად არ დაიბრაწება.

სერვირება:

მორთეთ რუკოლათი, მოაყარეთ პარმეზანის ფანტელები და დაჭრილი მჟავე კიტრი.


გემრიელად მიირთვით!