ძიება

პიცა შაშხითა და სოკოთი

პიცა შაშხითა და სოკოთი
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

    • შაშხი “შეიკა” – 150 გ
    • ფენოვანი ცომი – 300 გ
    • კანგაცლილი პომიდორი- 1 ქილა
    • ქამა სოკო – 150 გ
    • მოცარელა – 200 გ
    • ნიორი - 1 კბილი
    • ორეგანო – 1 ჩ.კ.
    • თეთრი სეზამის მარცვლები - 1 ს.კ.
    • ნაღები - 50 გ
    • ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.
    • ლიმონი - 2 ს.კ.
    • რუკოლა – 20 გ
    • პარმეზანი
    • პილპილი 
  • მარილი
chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ბლენდერში მოვათავსოთ კანგაცლილი პომიდორი, დაამატეთ მარილი, ორეგანო, ნიორი, ცოტა ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. 

ცომი გააბრტყელეთ, გადაუსვით პომიდვრის სოუსი, ზემოდან მოათავსეთ ნაღებთან ერთად დაჭყლეტილი მოცარელა, მოაყარეთ დაჭრილი შაშხი, სოკო, დაჭრილი მწვანე წიწაკა,  შემდეგ -  ორეგანო, თეთრი სეზამის მარცვლები და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი.

გამოაცხვეთ 200°C-ზე 15-18 წუთის განმავლობაში.


სერვირება:

გამომცხვარი პიცა მორთეთ რუკოლათი და პარმეზანის ფირფიტებით.

კლასიკური, გემრიელი და მარტივი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!