პიცა მონადირული სოსისით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი „მონადირული“ – 2 ცალი (დაახ. 200 გ)
კანგაცლილი წითელი პომიდორი – 200 გ
სულუგუნი - 150 გ
ორეგანო – 1 ჩ.კ
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ფქვილი – 800 გ ცომისთვის + 200 გ მოსაზელად
საფუარი – 3 ჩ.კ.
შაქარი – 2 ს.კ.
მარილი – 15 გ
რუკოლა - 50 გ
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ წყალში (დაახ. 40°C), დაამატეთ შაქარი და ცოტა მარილი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
სუფთა ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი, შეურიეთ მარილი და შაქარი. დაასხით გამზადებული საფუვრიანი წყალი და მოზილეთ რბილი, ფაფუკი ცომი. დაასვენეთ თბილ ადგილას დაახლოებით 40 წთ, სანამ არ ამოფუვდება.
ამოფუებული ცომი დაყავით გუნდებად და გააჩერეთ 15-20 წთ. შემდგომ შეგიძლიათ გააბრტყელოთ სასურველ სისქეზე.
პომიდორს დაამატეთ შაქარი, მარილი, ორეგანო და დააბლენდერეთ.
მიღებული მასა გადაუსვით ცომს, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი სულუგუნი და დაალაგეთ თხლად დაჭრილი სოსისი. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ ცოტა ორეგანოც.
გამოაცხვეთ 250-300°C ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
სერვირება:
მზა პიცას შეგიძლიათ მოაყაროთ რუკოლა ან პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები