ძიება

პიცა ჩალაღაჯითა და ჰალაპენიოთი

პიცა ჩალაღაჯითა და ჰალაპენიოთი
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

ჩალაღაჯი – 70 გ

სოკო – 50 გ

ჰალაპენიო – 20 გ

მოცარელას ბურთულები – 10 ცალი

ორეგანო – 1 ჩ.კ.

დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.

არაჟანი – 50 გ

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

ფქვილი – 800 გ ცომისთვის + 200 გ მოსაზელად

საფუარი – 3 ჩ.კ.

შაქარი – 2 ს.კ.

მარილი – 15 გ

რუკოლა - 50 გ

თეთრი და შავი სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

საფუარი გახსენით თბილ წყალში (დაახ. 40°C), დაამატეთ შაქარი და ცოტა მარილი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

სუფთა ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი, შეურიეთ მარილი და შაქარი. დაასხით  გამზადებული საფუვრიანი წყალი და მოზილეთ რბილი, ფაფუკი ცომი. დაასვენეთ თბილ ადგილას დაახლოებით 40 წთ, სანამ არ  ამოფუვდება. 

ამოფუებული ცომი დაყავით გუნდებად და გააჩერეთ 15-20 წთ. შემდგომ შეგიძლიათ გააბრტყელოთ სასურველ სისქეზე.

ცომის ზედაპირს  შეგიძლიათ წაუსვათ ზეითუნის ზეთი - მეტი სიპრიალისთვის. შემდეგ  თხელ ფენად გადაუსვით არაჟანი, ზემოდან მოაწყვეთ მოცარელას ბურთულები, მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, თეთრი სეზამის მარცვლები, დაჭრილი სოკო, ჩალაღაჯი და ჰალაპენიო.

გამოაცხვეთ 250-300°C ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და ცომი არ დაიბრაწება.

სერვირება:

მზა პიცას სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა რუკოლა და სეზამის მარცვლები.


მიირთვით გემრიელად!