ძიება

პელმენისა და შებოლილი სოსისის სადილი

პელმენისა და შებოლილი სოსისის სადილი
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის): 

ნახევრად შებოლილი სოსისი “ექსტრა” – 300 გ

ხორცის პელმენი “გურმანი” – 400 გ

ყვითელი ყაბაყი – 1 ცალი

ბადრიჯანი – 2 ცალი

სატაცური – 200 გ

წითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

ყვითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

სიმინდის კონსერვი - 200 გ

ხის სოკო – 200 გ

მოხარშული ან დაკონსერვებული წითელი ლობიო – 400 გ

მწვანე ხახვი - 1 კონა

დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.

ორეგანო – 1 ჩ.კ.

თეთრი სეზამის მარცვლები - 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

პელმენი ჩაყარეთ  ადუღებულ  მარილიან წყალში და ხარშეთ 7-8 წუთის განმავლობაში.

ბადრიჯანი დაჭერით კუბებად, შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე და გადმოიღეთ.

ამავე ტაფაზე შეწვით სოსისი  “ექსტრა”. თანდათან დაამატეთ დაჭრილი სოკო, ყაბაყი, ორივე სახის ბულგარული წიწაკა, სიმინდი და ორეგანოს სუნელი. შემდეგ დაამატეთ პელმენი, შემწვარი ბადრიჯანი, წითელი ლობიო, თეთრი სეზამის მარცვლები, სატაცური, დაღერღილი წიწაკა,  ბოლოს -  დაჭრილი მწვანე ხახვი. კარგად ამოურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე ბოსტნეულის ოდნავ შერბილებამდე.

სერვირება:

მზა კერძი გადმოიღეთ თეფშზე და, სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ არაჟანი.



გემრიელად მიირთვით!