ძიება

პასტა ბავარიული სარდელითა და მონადირული სოსისით

პასტა ბავარიული სარდელითა და მონადირული სოსისით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სარდელი „ბავარიული“ – 2 ცალი

სოსისი „მონადირული“ – 4 ცალი

სპაგეტი – 400 გ

პრასი– 4 ღერი (2 წვრილი, 2 სქელი) 

წითელი ლობიოს კონსერვი – 150 გ

კეტჩუპი – 80 გ

პარმეზანი – 40 გ

მუსკატის კაკალი (დაფქული) – 1 მწიკვი

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

დაღერღილი წიწაკა - 1 ჩ.კ.

ორეგანო - 1 ჩ.კ.

თეთრი და შავი სეზამის მარცვლები - თითო ჩ.კ.

ბაზილიკი – 1 კონა

მარილი 

პილპილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

მოხარშეთ სპაგეტი მარილიან წყალში ალ დენტემდე. პარალელურად, დაჭერით სოსისი და სარდელი რგოლებად, დაყარეთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და მოშუშეთ. დაამატეთ დაფქული მუსკატის კაკალი, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, სეზამის მარცვლები და დაჭრილი პრასი.

შემდეგ ჩაუმატეთ ლობიოს კონსერვი და კეტჩუპი. ურიეთ რამდენიმე წუთი, სანამ სოუსი არ შეიკვრება. 

სერვირება:

მოხარშულ სპაგეტს შეურიეთ სოუსი, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და მორთეთ ბაზილიკით. 

მარტივი და გემრიელი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!