ძიება

ოჯახური – სოსისის კერძი ბოსტნეულით

ოჯახური – სოსისის კერძი ბოსტნეულით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი „ივერია“ – 4 ცალი

კარტოფილი – 3 ცალი

ყვითელი ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი 

თეთრი ხახვი – ½  თავი

წითელი ხახვი - ½ თავი

ოხრახუში – 20 გ

მწვანე წიწაკა - 1 ცალი

კარაქი - 50 გ

თეთრი სეზამის მარცვლები - 1 ს.კ.

პილპილი 

მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

სოსისი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოშუშეთ, შემდეგ დაამატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ხახვი, წითელი და ყვითელი ბულგარული, მწვანე წიწაკა, თეთრი სეზამის მარცვლები, მარილი და პილპილი გემოვნებით.

ყველაფერი კარგად მოშუშეთ კარაქში და საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა  წყალი.

სერვირება:

მზა კერძს მოაყარეთ ოხრახუში. შეგიძლიათ დაამატოთ არაჟანი, შავი სეზამის მარცლები და წითელი მოცხარი. მიირთვით პურის სქელ ნაჭერთან ან სალათთან ერთად. 

ოჯახური გემო მარტივად და გემრიელად.



მიირთვით და ისიამოვნეთ!