ძიება

ნიოკი თაფლითა და ბეკონით

ნიოკი თაფლითა და ბეკონით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):


ბეკონი – 200 გ

ნიოკი – 500 გ

კანგაცლილი პომიდორი – 200 გ

ნიორი – 2 კბილი

ორეგანო – 1 ჩ.კ.

თაფლი – 1 ს.კ.

კარაქი – 20 გ

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

ლიმონის წვენი – 1 ს.კ.

პარმეზანი – 50 გ

რეჰანი, ოხრახუში – მოსაყრელად

მარილი 

პილპილი


chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ბეკონი დაჭერით კუბებად და შეწვით ტაფაზე ძალიან მცირე რაოდენობის ზეთში. დაამატეთ ნიოკი და კარაქი, ურიეთ, სანამ ოდნავ არ მოიბრაწება. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, გახეხილი ნიორი, თაფლი და ორეგანო.

ბოლოს მოაწურეთ ლიმონი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით.

სერვირება:

ნიოკის მასა გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ პარმეზანის ნაჭრები, დაჭრილი რეჰანი და ოხრახუში. 

ეს კერძი რბილი, თუმცა ენერგიული არომატების კომბინაციაა.


გაამოთ!