ნიოკი ბეკონითა და ნაღების სოუსით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
ბეკონი – 200 გ
ნიოკი – 500 გ
თეთრი ხახვი – 1 თავი
მუხუდო (მოხარშული ან დაკონსერვებული) – 100 გ
ნიორი – 1 კბილი
ორეგანო – 1 ჩ.კ.
კარაქი – 50 გ
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ლიმონის წვენი – 1 ს.კ.
ნაღები (22%-იანი) – 200 მლ
ქინძი - 30 გ
პარმეზანი – 50 გ
ჯინჯერი, ნიგოზი, მუსკატის კაკალი (დაფქული) – თითო მწიკვი
დაღერღილი წითელი წიწაკა
მარილი
პილპილი
მომზადება:
ტაფაზე გაცხელებულ ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ბეკონი. დააყარეთ ხახვი და განაგრძეთ ერთად შუშვა, სანამ ხახვი ოქროსფერს არ მიიღებს.
შემდეგ დაამატეთ მუხუდო, ნიოკი და კარაქი, გადაურიეთ, შუშეთ 2 წუთი და დაასხით ნაღები. მოაყარეთ ორეგანო, ნიორი, პილპილი, მოაწურეთ ლიმონი, გააჩერეთ ცეცხლზე 2-3 წუთი და გადმოდგით.
სერვირება:
მზა კერძს მოაყარეთ პარმეზანი, ნიგოზი, დაღერღილი წიწაკა, მუსკატი და დააწყვეთ ჯინჯერის მარინადის ნაჭრები. სურვილისამებრ, მწვანილიც.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები