ნიკორას დაფა
ინგრედიენტები (4 - 6 ულუფისთვის):
კანჭი – 400 გ
ბეკონი – 200 გ
ძეხვი „კრაკოვური“ – 200 გ
შებოლილი ნეკნები – 400 გ
ძეხვი „მინი“ – 400 გ
ძეხვი „სალიამი“ – 200 გ
სოსისი „რძიანი“ – 400 გ
არტიშოკი – 200 გ
კვერცხი – 4 ცალი
შაქარი – 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ.
მზესუმზირას ზეთი – 4 ს.კ.
ლიმონი – 2 ცალი
ნიორი – 1 კბილი
წითელი ხახვი – 1 თავი
მჟავე კიტრი – 4 ცალი
კაპერსი – 5-6 მარცვალი
სოიოს სოუსი – 30 მლ
დიჟონის მდოგვი – 1 ჩ.კ.
მარცვლოვანი მდოგვი – 4 ს.კ.
ზეთისხილი – 50 გ
ჰალაპენიო – 50 გ
ჯინჯერი – 1 პატარა ნაჭერი
პომიდორი ჩერი – 16 ცალი
რუკოლა – 1 პატარა კონა
კრემყველი – 100 გ
არაჟანი – 2 ს.კ.
სიმინდის მარცვლები – 200 გ
კეტჩუპი – 4 ს.კ.
მარილი
პილპილი
მომზადება:
ყველა სახის ხორცეული: კანჭი, ბეკონი, შებოლილი ნეკნები, კრაკოვური, მინი, სალიამი, რძიანი სოსისი დაჭერით და შეწვით ტაფაზე ან გრილზე.
არტიშოკს მოასხით ცოტა ზეთი და მობრაწეთ.
სოუსები:
მაიონეზი: 2 კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. შემდეგ თანდათან ჩაამატეთ ორივე სახის ზეთი, ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, გახეხილი ნიორი, მარილი და პილპილი.
ტარტარის სოუსი: მომზადებულ მაიონეზს დაამატეთ წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, მჟავე კიტრი, ჰალაპენიო და კაპერსი. შეგიძლიათ შეურიოთ ცოტაოდენი მჟავე კიტრის წვენი.
მარცვლოვანი სოუსი: მაიონეზს შეურიეთ სოიოს სოუსი და მარცვლოვანი მდოგვი.
სერვირება
დიდ დაფაზე ლამაზად დაალაგეთ შემწვარი ხორცეული და დაბრაწული არტიშოკი. გვერდით მოუწყვეთ რუკოლა, პომიდორი ჩერი, თხლად დაჭრილი ჯინჯერი, ზეთისხილი და ჰალაპენიო.
პატარა ფიალებით გამოიტანეთ ტარტარის სოუსი, მარცვლოვანი სოუსი, არაჟანი, კრემყველი, მარცვლოვანი და დიჟონის მდოგვები. სურვილისამებრ დაამატეთ სიმინდის მარცვლები და კეტჩუპი.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები