ძიება

პიცა ნედლად შებოლილი სალიამით

პიცა ნედლად შებოლილი სალიამით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

ნედლად შებოლილი სალიამი – 12 ნაჭერი

კანგაცლილი წითელი პომიდორი – 200 გ

მოცარელას ბურთულები – 10 ცალი

ჰალაპენიო – 20 გ

ორეგანო – ½ ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

ფქვილი – 800 გ ცომისთვის + 200 გ მოსაზელად

საფუარი – 3 ჩ.კ.

შაქარი – 2 ს.კ.

მარილი – 15 გ

რუკოლა – 70 გ

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

საფუარი გახსენით თბილ წყალში (დაახ. 40°C), დაამატეთ შაქარი და ცოტა მარილი, მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

სუფთა ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი, შეურიეთ მარილი და შაქარი. დაასხით  გამზადებული საფუვრიანი წყალი და მოზილეთ რბილი, ფაფუკი ცომი. დაასვენეთ თბილ ადგილას დაახლოებით 40 წთ, სანამ არ  ამოფუვდება. 

ამოფუებული ცომი დაყავით გუნდებად და გააჩერეთ 15-20 წთ. შემდგომ შეგიძლიათ გააბრტყელოთ სასურველ სისქეზე.

პომიდორს დაამატეთ მარილი, შაქარი, ორეგანო და დააბლენდერეთ.

ცომს გადაუსვით პომიდვრის მასა,  ზემოდან მოაწყვეთ სალიამი, მოცარელას ბურთულები,  რამდენიმე ნაჭერი ჰალაპენიო და მოაყარეთ 1 მწიკვი ორეგანო.

გამოაცხვეთ 250-300°C-ზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი კარგად არ დაიბრაწება.

სერვირება:

მზა პიცას მოაყარეთ რუკოლა და მიირთვით.


გაამოთ!