მონადირული სოსისის პიცა ჩედარითა და ორეგანოთი

მონადირული სოსისის პიცა ჩედარითა და ორეგანოთი
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • სოსისი „მონადირული“ – 200 გ

  • კვერცხი – 4 ცალი

  • ფენოვანი ცომი – 1 ფირფიტა (დაახ. 250–300 გ)

  • ყველი ჩედარი – 150 გ

  • ორეგანო – 2 ჩ.კ.

  • რუკოლა – 50 გ

  • წითელი მოცხარი – 50 გ

  • პარმეზანი – 20 გ

  • მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

სოსისი დაჭერით თხელ ნაჭრებად. 

ყველი ჩედარი გახეხეთ.

ფენოვან ცომს მიეცით სასურველი ფორმა და დააფინეთ გრილზე ან გამოსაცხობ ფორმაში. მოაყარეთ გახეხილი ჩედარის ნახევარი, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი სოსისი, დაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი, ორეგანო და დარჩენილი ჩედარი.

გამოაცხვეთ 200°C-ზე 15 წუთის განმავლობაში,  სანამ ცომი კარგად არ დაიბრაწება და ყველი არ გადნება.


სერვირება:

მზა პიცა მორთეთ რუკოლათი, წითელი მოცხარითა და პარმეზანის ნაფლეთებით. დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად და მიირთვით.


გაამოთ!