ძიება

ლავაშის ღვეზელი ძეხვეულითა და ბოსტნეულით

ლავაშის ღვეზელი ძეხვეულითა და ბოსტნეულით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

შაშხი “შეიკა” – 200 გ

ბეკონი – 200 გ

ჰოლანდიური ყველი – 200 გ

ბებოს ლავაში  – 1 შეკვრა

ჰალაპენიო – 100 გ

მჟავე კიტრი – 2 ცალი

პომიდორი ჩერი – 12 ცალი

ზეთისხილი – გემოვნებით

გამომშრალი პომიდვრის ზეთი - 2 ს.კ.

თეთრი სეზამის მარცვლები – 5 გ

ორეგანო – გემოვნებით

პარმეზანი – 80 გ

მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

 მომზადება:


საცხობ ფორმაში მარაოსავით ჩაკეცეთ “ბებოს ლავაში”, ნაკეცებში ჩაალაგეთ  დახვეული ჰოლანდიური ყველი, დაფლეთილი შაშხი და ბეკონი. ზემოდან მოაწყვეთ ზეთისხილი, ჰალაპენიო, მრგვლად დაჭრილი მჟავე კიტრი,  პომიდორი ჩერი, მოასხით გამომშრალი პომიდვრის ზეთი, მოაყარეთ ორეგანო და სეზამი. ბოლოს დაასხით  მარილთან ერთად ათქვეფილი კვერცხი.

აწყობილი ლავაშს  მოაყარეთ ცოტა გახეხილი პარმეზანი და შედგით  ღუმელში.  გამოაცხვეთ 200°C-ზე  10-12 წუთის განმავლობაში.


სერვირება

ლავაშის ღვეზელი გადაიტანეთ თეფშზე. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დიჟონის ან  მარცვლოვანი მდოგვი, შავი ზეთისხილი, ცოტაოდენი რუკოლა და ბაზილიკი.


მიირთვით და ისიამოვნეთ!