კვერცხი მონადირული სოსისით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი „მონადირული“ – 3 ცალი
კვერცხი (ცილა) – 4 ცალი
პომიდორი ჩერი – 5 ცალი
პარმეზანი – 70 გ
ბაზილიკი – 30 გ
პრასი - 20 გ
ორეგანო – 1 ჩ.კ.
დაღერღილი წიწაკა - ½ ჩ.კ.
თეთრი და შავი სეზამის მარცვლები - თითო ჩ.კ.
ავოკადო – 1 ცალი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
მარილი
მომზადება:
ტაფზე გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ მარილი, ორეგანო და დაღერღილი წიწაკა. შემდეგ დაასხით კვერცხის ცილა და დააცადეთ, რომ ოდნავ შეიკრას და ფორმა მიიღოს.
როგორც კი კვერცხის ცილა შეკვრას დაიწყებს, ზემოდან დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი სოსისი, მოაყარეთ ორეგანო, თეთრი სეზამის მარცლვები და დაღერღილი წიწაკა.
ცალკე ტაფაზე დაყარეთ გახეხილი პარმეზანი, დააცადეთ, რომ მასა გაერთიანდეს და ერთი მხარე ოქროსფრად შეიბრაწოს, შემდეგ ფრთხილად აიღეთ, გადააბრუნეთ და ბრაწეთ, სანამ დაახლოებით იგივე ფერს არ მიიღებს.
სერვირება:
კვერცხისა და სოსისის მასა გადაიტანეთ თეფშზე. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ავოკადო, პომიდორი ჩერი, მორთეთ ბაზილიკის ფოთლებით, დაჭრილი პრასით, თეთრი და შავი სეზამის მარცვლებით. ბოლოს დაადეთ პარმეზანის ოქროსფერი ფირფიტა.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები