კლასიკური კარბონარა
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
ბეკონი – 200 გ
პასტა – 400 გ
კვერცხი – 4 ცალი
პარმეზანი – 80 გ
კარაქი – 20 გ
ორეგანო - ½ ჩ.კ.
დაღერღილი წიწაკა – ½ ჩ.კ.
პილპილი
მარილი
ოხრახუშის ან ბაზილიკის ფოთლები – მოსაყრელად
მომზადება:
მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში.
ტაფაზე მობრაწეთ კუბებად დაჭრილი ბეკონი და დაამატეთ ცოტა კარაქი.
როცა ბეკონი ოქროსფერად შეიბრაწება, მოაყარეთ ორეგანო, პილპილი და ბრაწეთ ერთად 1-2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ მოხარშული პასტა და კარგად გადაურიეთ.
ცალკე თასში კარგად შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, 100 მლ პასტის ნახარში და 60 გ პარმეზანი.
პასტასა და ბეკონს დაამატეთ სოუსი, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად შეაზილეთ ეთმანეთს, რათა სოუსი თერმულად დამუშავდეს და კრემისებრი ტექსტურა მიიღოს.
სერვირება:
მზა კერძს მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი, დაღერღილი წიწაკა და მორთეთ ოხრახუშით ან ბაზილიკით.
ნამდვილი კლასიკა ყოველდღიური განწყობისთვის.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები