ძიება

„ყიყლიყოს“ სენდვიჩი

„ყიყლიყოს“ სენდვიჩი
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

შაშხი “შებოლილი ჩალაღაჯი კლასიკური” – 100 გ

საქონლის სოსისი („ივერია“) – 4 ცალი 

პური (სქლად დაჭრილი) – 4 ნაჭერი

ავოკადო – 1 ცალი

რუკოლა – 50 გ

პომიდორი ჩერი – 8 ცალი

კვერცხი – 3 ცალი

ლიმონის წვენი – 1 ლიმონისგან.

პარმეზანი (გახეხილი) – 40 გ 

ყველის სოუსი – 4 ს.კ.

კარაქი – 20 გ

ზეთი – შესაწვავად 

რძე (სურვილისამებრ)

შავი სეზამის მარცვლები - ½ ჩ.კ.

წითელი მოცხარი – 20 გ

მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი ცოტა რძესთან და მარილთან ერთად, ამოავლეთ პურის ნაჭრები და შებრაწეთ ტაფაზე. 

შაშხი და სოსისი ცალკე შებრაწეთ გრილზე.

ავოკადო დაჭერით და მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გაშავდეს. 

შებრაწული „ყიყლიყო“ ჩანგლით დაჩხვლიტეთ, ხელახლა ამოავლეთ კვერცხში და ისევ შეწვით, რათა გახდეს უფრო ფაფუკი და ხრაშუნა.

აწყობა:

პურზე მოათავსეთ რუკოლა, დაჭრილი ავოკადო, ყველის სოუსი, შაშხი, ისევ რუკოლა,  პომიდორი ჩერი, წითელი მოცხარი, მოაყარეთ პარმეზანი,  დაადეთ სოსისი, მოასხით ყველის სოუსი, მოაწყვეთ რამდენიმე წითელი მოცხარი და მოაყარეთ შავი სეზამის მარცვლები. 

გემო — ყველაფერი ერთ ბრწყინვალე ლუკმაში! 



გაამოთ!