ჰოთდოგი ტარტარის სოუსით

ჰოთდოგი ტარტარის სოუსით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები:

  • სოსისი „ქომაგი“ – 4 ცალი

  • ბეკონი – 100 გ

  • პური (ჰოთდოგის) – 4 ცალი

  • მჟავე კიტრი – 1 ცალი

  • რუკოლა – 50 გ

  • სოკო – 100 გ

  • თეთრი კომბოსტო – 150 გ

  • ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.

  • სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.

ტარტარის სოუსი:

  • არაჟანი – 3 ს.კ.

  • მაიონეზი – 1 ს.კ.

  • მდოგვი – 1 ჩ.კ.

  • ლიმონის წვენი – 1 ჩ.კ.

  • დაჭრილი კიტრი – 1 ს.კ.

  • მარილი – გემოვნებით

  • პილპილი – გემოვნებით

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

სოსისი, ბეკონი და სოკო შებრაწეთ. პარალელურად მოშუშეთ კომბოსტო. 

პური ჩაჭერით შუაში და გახუხეთ.

ტარტარის სოუსისთვის 3 ს.კ. არაჟანს დაამატეთ 1 ს.კ. მაიონეზი, 1 ს.კ მდოგვი,  1 ს.კ. დაჭრილი კიტრი, მოაწურეთ ლიმონი, მოაყარეთ მარილ-პილპილი გემოვნებით და  კარგად გადაურიეთ. 


აწყობა:

გახუხულ პურში ჩაალაგეთ კომბოსტო, ბეკონი, სოსისი, სოკო, რუკოლა და მჟავე კიტრი. გადაუსვით  ტარტარის სოუსი და მოაყარეთ სეზამი.


გემრიელად მიირთვით!