ჰოთდოგი სოუსებით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
ქათმის სოსისი – 8 ცალი
ბაგეტი – 4 ცალი
ავოკადო – 2 ცალი
კიტრი – 2 ცალი
ყველი ჩედარი –120 გ
ჰალაპენიო – 60 გ
დაღერღილი წითელი წიწაკა – 1 ჩ.კ.
შავი და თეთრი სეზამის მარცვლები – 2 ჩ.კ.
სალათი “აისბერგი” – ½ თავი
კვერცხი – 4 ცალი
შაქარი – 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი –300 მლ
მზესუმზირას ზეთი –200 მლ
ლიმონის წვენი –1 ლიმონისგან
ნიორი – 2 კბილი
ორეგანო (გემოვნებით)
წითელი ხახვი – 1 თავი
სიმინდის მარცვლები –150 გ
მუსკატის კაკალი (დაფქული) – 2 მწიკვი
დიჟონის მდოგვი – 2 ს.კ.
არჟანი – 2 ს.კ.
პილპილი – გემოვნებით
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
ბაგეტი ჩაჭერით შუაში და გახუხეთ ტაფაზე. კიტრი და ავოკადო დაჭერით თხლად.
მოამზადეთ 2 სახეობის სოუსი:
კლასიკური მაიონეზი: 4 კვერცხის გული ათქვიფეთ 1 ს.კ შაქართან ერთად. თქვეფის პროცესში დაამატეთ 200 მლ მზესუმზირას ზეთი, 300 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ლიმონის წვენი, 2 კბილი გახეხილი ნიორი, 2 ს.კ მდოგვი, 2 ს.კ არაჟანი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მოხარშული კვერცხის სოუსი: კლასიკურ მაიონეზს დაამატეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, 4 მოხარშული კვერცხი, 150 გ სიმინდის მარცვლები, 2 მწიკვი დაფქული მუსკატი, ლიმონის წვენი, ორეგანო, მარილი, პილპილი და კარგად გადაურიეთ.
აწყობა:
ჩაჭრილ ბაგეტს კედლებზე წაუსვით კლასიკური მაიონეზი, ჩააფინეთ სალათი “აისბერგი”, ჩააწყვეთ თხლად დაჭრილი კიტრი, მოაყარეთ მარილი და ორეგანო. შემდეგ მოასხით მოხარშული კვერცხის სოუსი, ზემოდან დაალაგეთ ჩედარი, ჰალაპენიო, ქათმის სოსისი, ავოკადო, ორეგანო, მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა და სეზამის მარცვლები.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები