ჰოთდოგი სოსისების მიქსით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
მომზადება:
ორივე სახეობის სოსისი გაჭერით შუაზე და დააწყვეთ გრილზე ან ტაფაზე შესაბრაწად.
ბეკონი დაჭერით თხლად და ბრაწეთ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. ჰოთდოგის პური ოდნავ ჩაჭერით და მსუბუქად გახუხეთ.
პომიდორი და მჟავე კიტრი დაჭერით მრგვლად, ქორფა კიტრი კი – თხელ ნაჭრებად.
სალათის ფოთოლი დაჭერით. რუკოლას მოაცალეთ ხისტი ღერები.
სოუსი: კვერცხის გული დააბლენდერეთ 1 ჩკ. შაქართან ერთად, თანდათან ჩაამატეთ 400 მლ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი, 1 კბილი გახეხილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით. აბლენდერეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
ავოკადოს პასტა: ერთი ავოკადო დაჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოაწურეთ ლიმონი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, 2 ს.კ. კრემყველი, 100 მლ ნაღები, ორეგანო, მარილ-პილპილი გემოვნებით და დააბლენდერეთ.
აწყობა:
გახუხულ ჩაჭრილ პურს კედლებზე წაუსვით ავოკადოს პასტა, ჩააწყვეთ დაჭრილი სალათის ფოთლები, მოასხით კვერცხის სოუსი და კეტჩუპი. შემდეგ დაალაგეთ შემწვარი ბეკონი, ჰალაპენიო, მჟავე კიტრი და კვლავ გადაუსვით ავოკადოს პასტა. ბოლოს მოაყარეთ თეთრი სეზამის მარცვლები.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები