ჰოთდოგი სალიამითა და პიკანტური სოსისით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “პიკანტური” – 400 გ
ბაგეტი – 4 ცალი
სალიამი – 200 გ
მწყრის კვერცხი – 12 ცალი
კარაქი – 50 გ
ჰოლანდიური ყველი – 100 გ
კრემყველი – 100 გ
ნაღები – 250 მლ
ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ. (დაახ. 60 მლ)
ნიორი – 1 კბილი
კიტრი – 1 ცალი
მჟავე კიტრი – 4 ცალი (დაახ. 200 გ)
ავოკადო – 2 ცალი
სალათის ფოთოლი – 8 ცალი
ლიმონის წვენი - 1 ლიმონისგან
ჰალაპენიო – 50 გ
ორეგანო – 1 ჩ.კ.
პილპილი – გემოვნებით
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
ბაგეტი გაჭერით სასურველ ზომაზე, შემდეგ ჩაჭერით შუაში და გახუხეთ.
შეწვით სოსისი და მწყრის კვერცხი.
დაჭერით სალიამი. ასევე დაჭერით მჟავე კიტრი წვრილად, ქორფა კიტრი კი - თხელ რგოლებად.
ავოკადოს პასტა: ჯამში ჩაყარეთ ავოკადოს საშუალო ზომის ნაჭრები, დაამატეთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, 1 კბილი ნიორი, 2 ს.კ. კრემყველი, 250 მლ ნაღები, მარილი, ორეგანო, პილპილი და დააბლენდერეთ.
აწყობა:
ჩაჭრილ ცხელ პურს კედლებზე წაუსვით კარაქი, შემდეგ ჩააფინეთ სალათის ფოთოლი, ჩაალაგეთ ჰოლანდიური ყველის, სალიამისა და კიტრის ნაჭრები. დაამატეთ ავოკადოს პასტა, დაადეთ სოსისი, მოაყარეთ დაჭრილი მჟავე კიტრი და ჰალაპენიო. მოახეხეთ ჰოლანდიური ყველი.
ბოლოს დაადეთ შემწვარი კვერცხი.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები