ჰოთდოგი რუხი ბაგეტით
ინგრედიენტები:
სოსისი „ივერია“ – 8 ცალი
რუხი ბაგეტი – 4 ცალი
სოკო – 200 გ
წითელი ხახვი - 1 ცალი
სალთი “აისბერგი”
წითელი კომბოსტო – 1 თავი
ჰალაპენიო – 2 ცალი
რუკოლა – 1 კონა
მჟავე კიტრი – 1 ცალი
არტიშოკის კონსერვი - 1 ცალი
კაპერსი
ნიორი – 2 კბილი
პარმეზანი – 50 გ
ლიმონი – 1 ცალი
კრემყველი
კარაქი
არაჟანი – 1 ს.კ.
მაიონეზი - 1 ს.კ.
კეტჩუპი
ტარტარის სოუსი
მარცვლოვანი და დიჟონის მდოგვი – 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი – 100 მლ
თეთრი სეზამის მარცვლები
ორეგანო
მარილი
პილპილი
მომზადება:
სოსისი “ივერია” შეწვით. სოკო მობრაწეთ პილპილთან ერთად.
ბაგეტი ჩაჭერით შუაში და გახუხეთ.
მოამზადეთ კლასიკური მაიონეზი: ერთად ათქვიფეთ 2 კვერცხის გული, შაქარი, 400 მლ მზესუმზირას ზეთი, 100 მლ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, გახეხილი ნიორი, პილპილი, მდოგვი და არაჟანი.
სოუსი: კლასიკურ მაიონეზში აურიეთ სოიოს სოუსი, მარცვლოვანი მდოგვი, მჟავე კიტრი, ტაჰინი, მარილი და ლიმონის წვენი.
აწყობა:
ჩაჭრილი რუხი ბაგეტის კედლებზე წაუსვით კარაქი, ჩადეთ დაჭრილი კომბოსტო, მოასხით სოუსი, შემდეგ დააწყვეთ რუკოლა, 2 ცალი სოსისი “ივერია”, შენდეგ ისევ სოუსი, ჰალაპენიო და მობრაწული სოკო. ბოლოს მოასხით კლასიკური მაიონეზი და მოაყარეთ ორეგანო.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები