ჰოთდოგი ნივრის სოუსით
ინგრედიენტები:
სოსისი „ქომაგი“ – 4 ცალი
პური (ჰოთდოგის) – 4 ცალი
სოკო – 150 გ
კომბოსტო – 150 გ
რუკოლა – 1 კონა
პარმეზანი – 50 გ
მჟავე კიტრი – 1 ცალი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.
ნივრისა და არაჟნის სოუსი:
არაჟანი – 3 ს.კ.
ნიორი – 1 კბილი
ზეითუნის ზეთი – 1 ჩ.კ.
პილპილი – გემოვნებით
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
სოსისი და სოკო შებრაწეთ. კომბოსტო დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში. პარმეზანი გაადნეთ ტაფაზე, რათა მიიღოთ ხრაშუნა ფენა.
პური ჩაჭერით შუაში და გახუხეთ.
სოუსისთვის 3 ს.კ. არაჟანს დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, მოახეხეთ ერთი კბილი ნიორი, მოაყარეთ მარილი, პილპილი გემოვნებით და ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში.
აწყობა:
გახუხულ პურში ჩაალაგეთ კომბოსტო, რუკოლა, სოსისი, სოკო და პარმეზანი. ზემოდან მოასხით ნივრიანი სოუსი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები