ჰოთდოგი მანგოთი
სოსისი “ქომაგი” – 4 ცალი
ბაგეტი – 4 ცალი
წითელი კომბოსტო – 100 გ
თეთრი კომბოსტო – 100 გ
სალათის ფოთოლი – 100 გ
კარაქი – 60 გ
მჟავე კიტრი – 3 ცალი
ორეგანო – ½ ჩ.კ
ჰალაპენიო – 1 ცალი
მანგო – 2 ცალი
ნიორი – 2 კბილი
პარმეზანი – 60 გ
შავი სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ
მდოგვის მარცვლები – 1 ჩ.კ
კვერცხი – 4 ცალი
შაქარი – 2 ს.კ.
მზესუმზირას ზეთი – 300 მლ
ზეითუნის ზეთი – 100 მლ
ლიმონის წვენი – 1 ლიმონისგან
მდოგვი – 2 ს.კ.
არაჟანი – 2 ს.კ.
წითელი ხახვი – 2 თავი
სიმინდის მარცვლები – 200 გ
მუსკატის კაკალი (დაფქული) – 4 მწიკვი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
სოსისი შეწვით. ბაგეტი ჩაჭერით შუაში, წაუსვით კარაქი.
წითელი და თეთრი კომბოსტო დაჭერით თხლად, 4 ცალი საშუალო ზომის მჟავე კიტრი - მრგვლად.
დაჭერით მანგო, მოახეხეთ ნიორი და მოაყარეთ ცოტა მარილი.
სოუსისთვის ათქვიფეთ 4 კვერცხის გული 2 ს.კ შაქართან ერთად. თქვეფის პროცესში ნელ-ნელა ჩაამატეთ 400 მლ მზესუმზირასა და 100 მლ ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ სქელი კრემისებრი მასა.
მიღებულ მასას მოაწურეთ ნახევარი ლიმონი, ჩააახეხეთ 2 კბილი ნიორი, დაამატეთ 1 ს.კ. მდოგვი, 2 ს.კ. არაჟანი, პილპილი და მარილი. შემდეგ – წვრილად დაჭრილი ნახევარი თავი წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი 4 ცალი მოხარშული კვერცხი, სიმინდის მარცვლები, დაფქული მუსკატი, ისევ პილპილი და მარილი, დარჩენილი ლიმონის წვენი და ორეგანო.
აწყობა:
ბაგეტში ჩააფინეთ სალათის ფოთოლი, წაუსვით კვერცხის სოუსი, ჩააწყვეთ წითელი და თეთრი კომბოსტო, მჟავე კიტრი, ორეგანო, ჰალაპენიო და დაადეთ სოსისი. ზემოდან მოათავსეთ ნივრითა და მარილით შეზავებული მანგო. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, შავი სეზამისა და მდოგვის მარცვლები.
მიირთვით და ისიამოვნეთ!
სხვა რეცეპტები