ჰოთდოგი
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი “ივერია” – 4 ცალი
მარცვლოვანი მდოგვი – 2 ს.კ.
დიჟონის მდოგვი – 2 ს.კ
არაჟანი – 200 გ
ტკბილ-ცხარე სოუსი – 80 მლ
ყველის სოუსი – 200 გ
წითელი მოცხარი – 60 გ
ჰოთდოგის პური – 4 ცალი
პარმეზანი – 80 გ
ზეითუნის ზეთი – 30 მლ
რუკოლა – 60 გ
ბაზილიკი – 20 გ
შავი ან თეთრი სეზამის მარცვლები - 5 გ
მომზადება:
ზეთმოსხმულ სწორძირიან გრილზე შებრაწეთ სოსისი და პური.
გახეხეთ პარმეზანი და ასევე შებრაწეთ გრილზე.
შებრაწულ პარმეზანში გადაახვიეთ სოსისი სილიკონის ჯოხის საშუალებით.
სერვირება:
პური ჩაჭერით შუაში, კედლებზე წაუსვით ორივე სახეობის მდოგვი, ჩადეთ სოსისი, მოასხით ყველის სოუსი და მოაყარეთ წითელი მოცხარი. დაამატეთ ბაზილიკი, რუკოლა, პარმეზანის ნაჭრები და მოაფრქვიეთ შავი ან თეთრი სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!
სხვა რეცეპტები