ძიება

ღომდოგი ავოკადოს სალსით

ღომდოგი ავოკადოს სალსით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი “რძიანი” – 4 ცალი

ყველი გაუდა ან ჩედარი – 100 გ

ყველი პარმეზანი – 50გ

წითელი ხახვი – 1 ცალი

ყვითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი

ოხრახუში - 20 გ

ქინძი - 20 გ

ბაზილიკი - 1 ღერი

ნიორი - 1 კბილი

დაღერღილი წიწაკა - 1 მწიკვი

თეთრი სეზამის მარცვლები - ½ ჩ.კ.

ავოკადო – 1 ცალი

ლიმონის წვენი – 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.

მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ღომი მოამზადეთ კლასიკურად. 

მომზადებული ღომი მოათავსეთ საკვებისთვის განკუთვნილ ფირზე და  გადაანაწილეთ თანაბრად, დაახლოებით 1  სმ სისქეზე. მიეცით მართკუთხედის  ფორმა.  ერთ ზოლზე მოათავსეთ ერთიმეორეზე დაწყობილი ყველი გაუდა და სოსისი.  გადაუკეცეთ ღომს თავი და გადაახვიეთ რულეტად. დააცადეთ, რომ ოდნავ შეგრილდეს, რათა დაიჭრას. 

შეგიძლიათ შეწვათ.

გახურებულ ტაფას  მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და შებრაწეთ საშუალო ცეცხლზე. ოდნავ რომ შეიფერება, ზედ გააბრტყელეთ ღომი, შემდეგ კი დაადეთ შემწვარი რძიანი სოსისი. დააცადეთ 2 წუთი და  ნიჩბით გადაახვიეთ შებრაწულ პარმეზანში. გააჩერეთ ტაფაზე 1-2 წუთით  და გადმოიღეთ.

დაჭერით ყვითელი ბულგარული, წითელი ხახვი, ნიორი, ოხრახუში და ქინძი, შემდეგ დაჭყლიტეთ ავოკადო, გადაურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში, მოაყარეთ დაღერღილი წიწაკა, თეთრი სეზამის მარცვლები, მარილი, მოასხით ზეთი, ლიმონის წვენი და ისევ კარგად გადაურიეთ.


სერვირება:

ღომდოგი გადაიტანეთ თეფშზე, გვერდით მიუდეთ ავოკადოს სალსა, ყველის ან თქვენთვის სასურველი სოუსი. სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ნუში, მწვანე წიწაკა, წითელი მოცხარი და სასურველი მწვანილი.

ქართულისა და მექსიკურის იდეალური შერწყმა! 


გემრიელად მიირთვით!